Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: SSL operation failed with code 1. OpenSSL Error messages: error:1407742E:SSL routines:SSL23_GET_SERVER_HELLO:tlsv1 alert protocol version in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents() [function.file-get-contents]: Failed to enable crypto in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9

Warning: file_get_contents(http://currency.boom.ge/all_currency.dat) [function.file-get-contents]: failed to open stream: operation failed in /home/newsboom/domains/news.boom.ge/public_html/program/pages/currency.php on line 9
News.Boom.Ge | დეკანოზი დავით ლასურაშვილი - მოვედით, რათა პროტესტი გამოგვეთქვა, რომ ერეტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან
ambebi.ge
01 October 2016, 20:20
ჩვენ მოვედით, პროტესტი გამოგვეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ერეტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან ე. წ. მოციქულებრივი მისიით, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს“ სიონის საკათედრო ტაძრის მოძღვარმა, დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა სვეტიცხოვლის მონასტერთან განუცხადა, სადაც რამდენიმე სასულიერო პირისა და მორწმუნეების ნაწილის აქცია გაიმართა.

მამა დავითის თქმით, მათ ბუნებრივი პროტესტი გააჩნდათ იმის მიმართ, რომ პაპი საქართველოში 21-საუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში საქადაგო მისიით ჩამოვიდა.

"რა თქმა უნდა, ჩვენ ჩვენი პროტესტი უნდა გამოგვეთქვა და გამოვთქვით კიდეც. წმინდა წერილი გვეუბნება, რომ მწვალებელ კაცს ერთი ორი შეგონების შემდეგ განეშორეო, ასევე მოციქული წმინდა წერილში Advertisement You must have Flash Player installed in order to see this player. ამბობს, რომ მას, მწვალებელ კაცს გიხაროდენიც არ უთხრა, ანუ გამარჯობითაც კი არ მიესალმო. ლაუდიკიის კრების მეექვსე კანონი გვეუბნება, რომ მწვალებელი კაცი, თუ ის არ მიატოვებს თავის მწვალებლობას, ეკლესიაში არ უნდა შეუშვა. ჩვენ მოვედით, რომ ჩვენი პროტესტი გამოგვეთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ ეროტიკოსი ადამიანი ჩამოვიდა ჩვენთან, თან ჩამოვიდა ე.წ.მოციქულებრივი მისიით, რომ აქ უნდა იქადაგოს და უნდა იქადაგოს სად, 21-ე საუკუნოვან მართლმადიდებელ ქვეყანაში. ეს არის აბსურდი, ეს არის ნონსესი, ამის გაკეთება არ შეიძლებოდა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენი ბუნებრივი პროტესტი გაგვაჩნია ამის მიმართ. ეს პროტესტი გამოვხატეთ კიდეც“, - განაცხადა დეკანოზმა დავით ლასურაშვილმა.
წყარო
სიახლეების არქივი
ვალუტის კურსი
[X]
ლარი